|
2018-08-16 18:39:03, 909 ნახვა
რეგიონი
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: „ველმონდი“ დღეს 18:00 საათზე დაილუქება
ბათუმში მდებარე სასტუმრო „ველმონდი“, იგივე "ლეოგრანდი" დღეს საღამოს დაიხურება, - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, შალვა ხუციშვილმა განმარტა, „ველმონდის“ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვამლსაწინააღმდეგო სისტემის არ არსებობა რჩება. „აქ ყველაზე კრიტიკული, ამ რეკომენდაციებიდან არის კვამლის გამწოვ სისტემა. რომლის არასწორი მუშაობის და გაუმართაობის გამო, დაიღუპა 11 ადამიანი დეკემბრის თვეში. სწორედ, ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ ეს სისტემა გაკეთდეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ჩვენ არ მიგვიღია და სასამართლოს გადაწყვეტილება და კანონი უნდა აღსრულდეს. ჩვენ ეს მუშაობა უკვე დავიწყეთ, არ იფიქროთ, რომ ხვალ მივდივართ და უნდა დავლუქოთ. საუბარია იმაზე, რომ ახლა უკვე მიდის სასტუმროს ადმინისტრაციის ჩართულობით, აჭარის მთავრობის ჩართულობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ჩართულობით, ეს არის ოთხმხრივი სამუშაო პროცესი და მუშაობა იმაზე, რომ ეს ადამიანები უმტკივნეულოდ, ნაწილი დღეს, ნაწილი ხვალ, სხვა სასტუმროებში იქნეს გადაყვანილი,“ - განაცხადა შალვა ხუციშვილმა. შეგახსენებთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა სასტუმროს ადმინისტრაციას ორდღიან ვადას მისცა, რათა შენობიდან გაიყვანოს სტუმრები და შეწყვიტოს საქმიანობა. სამსახურის ინფორმაციით 2018 წელს შენობა სამჯერ შემოწმდა და გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა ამ დრომდე არ შესრულებულა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სასტუმროსთვის ექსპლუატაციის შეჩერება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა. შარშან „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძარს 11 ადამიანი ემსხვერპლა.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)