|
2018-08-16 17:10:33, 1691 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარის მიუხედავად, უმრავლესობას კონსულტაციებს სთავაზობს
„ვიტოვებ იმედს, რომ ყველა ერთად გავიაზრებთ, თუ რა სახელმწიფოებრივი ამოცანა გვიდგას დღეს დღის წესრიგში“, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა. კოჟორიემ კვლავ დაადასტურა მზადყოფნა, კონსულტაციის ნებისმიერ ეტაპზე შედგეს შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთანაც. „გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან არის დიდი ინტერესი ამ პროცესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩვენს შეთავაზებას „ქართული ოცნება“-სთან დაკავშირებით, რომ ჩვენ, მიუხედავად მათი უარისა, კვლავ მზად ვართ შევხვდეთ და მივაწოდოთ ინფორმაცია ყველა იმ მოდელთან დაკავშირებით, მათ შორის, კონკურსთან და რაიმე სხვა მოდელებთან დაკავშირებით, რომელთა შესახებაც საზოგადოების მაღალი ჩართულობით, მთელი ამ შეხვედრების განმავლობაში მივიღეთ ინფორმაცია, და ვფიქრობ და ვიტოვებ იმედს, რომ ეს შეხვედრები თანამშრომლობით გაგრძელდება, მიუხედავად მათი უარისა, და ყველა ერთად გავიაზრებთ, თუ რა სახელმწიფოებრივი ამოცანა გვიდგას დღეს დღის წესრიგში“, - აღნიშნა პრეზიდენტის მრჩეველმა. შეხვედრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შერჩევის მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კვლავ გრძელდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)