00:04 - 05 Nov, 2026
|
2018-08-16 14:32:13, 1185 ნახვა
პოლიტიკა
მაიკ პენსი: კარგი იქნება, თუ თურქეთი დონალდ ტრამპის მოთმინებას არ გამოსცდის
„კარგი იქნება, თუ თურქეთი დონალდ ტრამპის მოთმინებას არ გამოსცდის“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი witter-ის საკუთარ გვერდზე წერს. პენსი ამერიკელი პასტორის დაკავებას ეხმაურება. „თურქეთში დაპატიმრებული პასტორი, ენდრიუ ბრანსონი უდანაშაულო ადამიანია. სამართლიანობა მოითხოვს, რომ ის გაათავისუფლონ. კარგი იქნება, თუ თურქეთი დონალდ ტრამპის მოთმინებას არ გამოსცდის. პრეზიდენტის, რომელიც პასტორის ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნებისთვის ყველაფერს გააკეთებს“, – წერს პენსი. ცნობისთვის, დაპატიმრებული პასტორი ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზია. ედნრიუ ბრანსონი ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით თურქეთში 2016 წელს დააკავეს. მას 35-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)