|
2018-08-15 18:21:36, 1364 ნახვა
პოლიტიკა
ზოიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა გაცილებით მეტი დანახარჯი, ვიდრე მთლიანი პარლამენტის 150 დეპუტატს სამივლინებო კუთხით
„პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჰქონდა გაცილებით მეტი დანახარჯი, ვიდრე მთლიანი პარლამენტის 150 დეპუტატს სამივლინებო კუთხით“, - ასე შეაფასა პარლამენტის ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, აკაკი ზოიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ თანხების ხარჯვის შესახებ აუდიტის დასკვნა. კაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ მაშინ როდესაც ვიზიტიდან ქვეყანა კონკრეტულ შედეგს ვერ მიიღებს, პრეზიდენტმა ასეთი ხარჯებისგან თავი უნდა შეიკავოს. „მესმის, თავის უდიდესი დატვრითვა აქვს საერთაშორისო საზოგადოებაში ჩვენი ქვეყნის წარმოჩენას ნებისმიერ დონეზე, მათ შორის პრეზიდენტის დონეზეც, მაგრამ ამაში იხარჯება ათასობით პენსიონერისთვის სამყოფი პენსიის თანხა. როდესაც კონკრეტულ შედეგს ასეთი ვიზიტებიდან ვერ ვიღებთ, არ მგონია, რომ ეს გამართლებული იყოს. ამის გარდა, კიდევ აღარ გავაგრძელებ იმ თემებზე საუბარს, რაც ბოლო პერიოდში იყო სკანდალები სასტუმროების ხარჯებთან. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტის, მაგრამ ერთის ადმინისტრაციას ჰქონდა გაცილებით მეტი დანახარჯი, ვიდრე მთლიანი პარლამენტის 150 დეპუტატს სამივლინებო კუთხით“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ. ცნობისთვის, მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელფასებსა და მომსახურებაზე 13 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მათგან დანამატების და პრემიის სახით ორ მილიონამდე ლარი გაიცა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)