00:04 - 05 Nov, 2026
|
2018-08-15 16:20:40, 1448 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ვიხუმრე, თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად ბოდიშს ვუხდი
„ვიხუმრე, თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად, იმათ ბოდიშს ვუხდი“, - ეს განცხადება დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში გააკეთა. ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ის ჟურნალისტებს გაეხუმრა და არ იყო ეს შენიშვნა სერიოზულად გაკეთებული. „ჟურნალისტებს არ ვეჩხუბე, ცოტა ხუმრობა ზოგჯერ შეიძლება, სულ მუდამ ძალიან სერიოზულები არ ვიყოთ, იმედია ხუმრობით მიიღეთ, თუ ვინმემ მიიღო სერიოზულად, იმათ ბოდიშს ვუხდი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახნენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა დღეს ჟურნალისტებს „ტვინის განძრევისკენ“ მოუწოდა. მედიის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილისგან დაინტერესდნენ, თუ რა პოზიცია ჰქონდა ავლაბრის სასახლეში ახალი პრეზიდენტის შესვლასთან დაკავშირებით. მისი გაღიზიანება სწორედ ამ კითხვამ გამოიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)