|
2018-08-15 14:20:19, 815 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: „ქართულ ოცნებას“ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს
„ქართულ ოცნებას“ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება, რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერს მხარს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, მმართველი გუნდი პროცესებს აკვირდება და კანდიდატების დარეგისტრირების შემდეგ, მსჯელობის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას. „ვის დაუჭერს მხარს „ქართული ოცნება“, ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ ვაკვირდებით პროცესებს, შეიძლება კიდევ დამატებით დარეგისტრირდნენ დამოუკიდებელი კანდიდატები და შემდეგ, გუნდში მსჯელობის შედეგად გადავწყვეტთ. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო და დავადასტურო გადაწყვეტილება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო – ჩვენ დავუჭერთ მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს და არა, რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილ კანდიდატს“, – განაცხადა კალაძემ. რაც შეეხება იმას, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება, კალაძის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილებები შემცირებულია. „ესეც იყო ერთ-ერთი არგუმენტი. თუ გადავხედავთ ამ ინსტიტუტის არსებობას ჩვენს ქვეყანაში, დამოუკიდებლობის შემდეგ, ის ძალიან ძლიერი ინსტიტუტი იყო. თუნდაც ავიღოთ გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, მარგველაშვილიც კი ეცადა ამ ინსტიტუტის გაძლიერებას სხვადასხვა ატრიბუტებით, თუნდაც ავლაბრის რეზიდენციაში შესვლით. თუმცა, ჩვენი დღევანდელი კონსტიტუციური მოწყობა საპარლამენტო რესპუბლიკაა და შესაბამისად, კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ. მთავარია პარლამენტი, ცენტრალური ხელისუფლება, პრეზიდენტი წარმომადგენლობითია. შესაბამისად, ეს იყო ერთ-ერთი კომპონენტი ჩვენი გადაწყვეტილების. არ გვინდოდა, ჩვენი კანდიდატის დაყენებით უფრო გახურდებოდა სიტუაცია და შეიძლება, სხვა მიმართულებით წასულიყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)