|
2018-08-15 13:03:23, 1004 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: იმედი მაქვს „ქართული ოცნება“ მხარს დამიჭერს
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმედოვნებს, რომ მმართველი პარტია მხარს დაუჭერს. ამასთან, ზურაბიშვილი რაიმე სახის კონსულტაციების მიმდინარეობას, ამ ეტაპზე, არ ადასტურებს. „მე უნდა აბსურდული რამე ვთქვა, რომ თუკი უმრავლესობის მხარდაჭერა არ იქნება ჩემი კანდიდატურის მიმართ, რომ ეს არ იმოქმედებს იმ მოსახლეობაზე, რომლის უმრავლესობა მათ უჭერს მხარს. მაინც მაქვს იმედი ამ მხარდაჭერის. ორი სხვადასხვა რამეა, ერთი - შენი გადაწყვეტილების მიღების რა არის მიზეზი და მეორე, რომ ამ გადაწყვეტილების პროცესში, შენ იყო რეალისტი, უყურებდე რა ხდება ქვეყანაში და ვისი იმედით შეიძლება იყო. მე რომ ვერ ვიქნები სხვა პარტიების იმედით, ეს ფაქტია. მოსახლეობაში უმრავლესობა არის ერთი პარტიის მხარდამჭერი. მეც ამ პარტიას დავუჭირე გარკვეულ წილად მხარი წინა პერიოდში. მან დამითმო მაჟორიტარის ადგილი მთაწმინდაზე, ამიტომ, ძალიან ბუნებრივად, მაქვს იმედი, რომ ეს პარტია, დღესაც, გარკვეულწილად მხარს დამიჭერს. მაგრამ, ჩემი გადაწყვეტილება მაინც არის დამოუკიდებელი, ამ იმედზე არ არის მხოლოდ დაფუძნებულ და რაც არ უნდა მოხდეს, მე ბოლომდე გავალ ამ კანდიდატურით და არ დავიხევ უკან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)