|
2018-08-14 14:28:02, 1042 ნახვა
პოლიტიკა
უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესარჩევად პრეზიდენტთან შეხვედრა გადაიფიქრა
საპარლამენტო უმრავლესობამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე, პრეზიდენტთან შეხვედრის გადაწყვეტილება შეცვალა. უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, მოლოდინი, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე დამოუკიდებელ კანდიდატურას შეარჩევს, პესიმისტურია. „ჩვენი მოლოდინი, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე დამოუკიდებელ კანდიდატურას შეარჩევს, არის პესიმისტური. წარსულმა გვაჩვენა, რომ პრეზიდენტის მიერ მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებებში კონსულტაციებს არსებითი გავლენა არ ჰქონია არცერთ შემთხვევაში - როგორც წესი, პრეზიდენტი საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში თავის თანამშრომლებს ნიშნავდა. როდესაც პარლამენტის მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კინკლაობად მიიჩნევს - გაუგებარია, მაშინ წინასწარი კონსულტაციები რა შედეგის მისაღწევად ტარდება? აზრს კარგავს ამ პროცესში შესვლა და კონსულტაციები, ვიდრე კანდიდატურა არ იქნება პარლამენტში წარმოდგენილი“, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად, პრეზიდენტის მრჩევლები არასამთავრობოებთან კონსულტაციებს აგრძელებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)