|
2018-08-13 16:10:34, 1102 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: მარგველაშვილი სასამართლოში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე თავის თანამშრომლებს ნიშნავდა
ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებასთან დაკავშირებით დაწყებულ კონსულტაციებზე, პესიმისტური მოლოდინი გააჩნია. ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილი სასამართლოში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე თავის თანამშრომლებს ნიშნავდა. „რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, არის გარკვეული პესიმიზმი ჩვენს მოლოდინებში, რაც გამომდინარეობს იმ წარსულიდან, რომელიც არის დაკავშირებული პრეზიდენტის მიერ მოსამართლების განმწესებაში მონაწილეობასთან. როგორც მოგეხსენებათ, ის, რეგულარულად, თავის თანამშრომლებს ნიშნავდა ხოლმე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე სასამართლოში, რაც არ იძლევა ბუნებრივია, ოპტიმიზმის საფუძველს. ამას ჰქონდა თავისი, ძალიან მკაფიო ლოგიკური ახსნა. მას ჰქონდა თავის სუბიექტური ინტერესები და ხელმძღვანელობდა სუბიექტური ინტერესებით. სხვანაირად, ვერ აიხსნება, ბუნებრივია, თანამშრომლების გაგზავნა სასამართლო სისტემაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა. პრეზიდენტი კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესარჩევად პროფესიულ და პოლიტიკურ წრეებთან კონსულტაციებს მართავს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)