19:55 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-12 15:57:22, 1110 ნახვა

საზოგადოება
ბათუმში თაფლის ფესტივალი გაიმართა - ვიდეონიუსი

ბათუმის ბულვარში თაფლის ფესტივალი გაიმართა. ფესტივალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად დაესწრო. ღონისძიებას ესწრებოდა ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და სხვა ოფიციალური პირები.

აჭარის მეფუტკრეობის ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 40-ზე მეტი მეფუტკრე მონაწილეობდა, რომლებსაც საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისგან დამზადებული პროდუქცია ჰქონდათ წარმოდგენილი. ფესტივალზე მისულ ვიზიტორებს გამოფენილი პროდუქციის დაგემოვნების და შეძენის საშუალება ჰქონდათ. 

„მსგავსი ფესტივალები მნიშვნელოვანია, რათა ხელი შეეწყოს ადგილობრივ წარმოებას. განსაკუთრებით მეფუტკრეებისთვის არის ეს მნიშვნელოვანი. ისინი ამყარებენ ახალ კონტაქტებს, ეცნობიან ახალ ტექნოლოგიებს. გასაღების კუთხითაც მნიშვნელოვანია მსგავსი ფესტივალები და ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს როგორც ჩვენი წარმოების განვითარებას, ასევე დაეხმარება ფერმერებს გასაღების ბაზრების მოძიებაში" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. 

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იყო თაფლის თემატიკის ამსახველი გასართობი ღონისძიებები, კონკურსები, მასტერკლასები. თაფლის ფესტივალი მიზნად ისახავს მეფუტკრეობის დარგში აჭარის, როგორც წამყვანი რეგიონის პოპულარიზაციას და მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობას. 

ფესტივალი აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვისცენტრის თანაორგანიზებით ჩატარდა. ფესტივალის მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებული და არასამთავრობო ორგანიზაცია "მერსი ქორფსის" მიერ ინპლემენტირებული "კავკასიის ალიანსების პროგრამა ", ასევე ჩეხეთის რესპუბლილკის კარიტასის წარმომადგენლობა და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი. 

თაფლის ფესტივალს ზაფხულის სეზონზე ბათუმი უკვე მეოთხედ მასპინძლობს. 









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
"მცირე ბიზნესის ჯაჭვი" რეგიონებში ფართოვდება - პროექტს აჭარის ბიზნესებიც შეუერთდნენ
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics