|
2018-08-10 17:46:50, 1405 ნახვა
სამართალი
გიორგი ჭანტურიას პატიმრობა შეეფარდა
რუსთავის საქალაქო სასამართლომ, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა ჭანტურიას შესაძლო მიმალვასთან დაკავშირებით და მას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარის მტკიცებით კი, პროკურატურას ჭანტურიას წინააღმდეგ პირდაპირი მტკიცებულებები არ აქვს და მხოლოდ ზეწოლის შედეგად მიღებული ჩვენებებით აპელირებს. „მართლაც და საქმეში აღმოჩნდა ის მტკიცებულებები, რომელიც ვფიქრობ, რომ იძულების წესით არის დაწერილი მოწმებიის მხრიდან, რადგან რამდენჯერმე არიან ეს ადამიანები. ერთ სემთხვევაში იძახდნენ, რომ იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ გარდაცვლილს და გიორგი ჭანტურიას ერთმანეთში, მაგრამ ახლა თურმე არ ჰქონიათ კარგი ურთიერთობა. ეს ცალსახად მიუთითებს მათ იძულებაზე, რომ ბრალდების მხარეს საქმე შეეკერა, თუმცა სიმართლე ძალაინ ცოტა ხანში გაირვევა, აღკვეთის ღონისძიების სახე, რაც გამოიყენა სასამართლომ არ უნდა გამოეყენებინა“,- აღნიშნა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ. შეგახსენებთ, რომ ჭანტურიას ბრალი ოფიციალურად 9 აგვისტოს წაუყენეს, თუმცა ის დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს. გამოძიების ფარგლებში ადრე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა 7 აგვისტოს ხელმეორედ დააკავეს. ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას, მისი ერთ-ერთი ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, სარდაფში მდებარე ტახტიდან სამი იარაღი ამოიღეს.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)