|
2018-08-10 17:04:36, 1821 ნახვა
პოლიტიკა
ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა
საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას, ასევე, დაესწრო ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის ახალი დირექტორი პიტერ ვიბლერი. საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებს, ხაზგასმით იქნა აღნიშნული საქართველოსა და აშშ-ს შორის ეკონომიკისა და ვაჭრობის სფეროებში ურთიერთობების განმტკიცების მნიშვნელობა. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ჩვენი პარტნიორი ქვეყანა უწევს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მომავალში ორ ქვეყანას შორის კვლავ გაგრძელდება აქტიური თანამშრომლობა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)