|
2018-08-10 12:48:40, 567 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევში, მეჯვრისხევის ქუჩაზე და სააკაძის პირველ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
ნაძალდევის რაიონში, მეჯვრისხევის ქუჩაზე და სააკაძის პირველ შესახვევში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 1 540 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა - მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე დაიგო ორფენიანი ასფალტის საფარი. ბოლო ეტაპის საგზაო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატთან, დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო. „ნაძალადევის რაიონში გზების კაპიტალური შეკეთება აქტიურად გრძელდება. ერთ-ერთი პროექტი უკვე დავასრულეთ, ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილია. რაიონის მასშტაბით, კიდევ ბევრი საგზაო-ინფრასტრუქტურული პრობლემა რჩება მოსაგვარებელი და ვცდილობთ, არსებული მდგომარეობა ეტაპობრივად გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა. მეჯვრისხევის ქუჩაზე და სააკაძის პირველ შესახვევში შესრულებული გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების საკონტრაქტო ღირებულება 112 248 ლარია. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა.
(NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)