|
2018-08-10 10:58:19, 659 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკი“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სოციალური მეწარმეობის კონკურსს დააფინანსებს
მთელი საქართველოს ბანკმა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რიგით მე-5-ე, სოციალური მეწარმეობის კონკურსის დაწყების შესახებ განაცხადა. კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საწარმოების შექმნის ან განვითარების დაფინანსებას. სოციალური საწარმოების მიზანი კი სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარება, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა და შშმ პირთა დასაქმებაა. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს პროექტი, რომელიც მიმართული იქნება სოციალურად აქტუალური საკითხების მოგვარებისკენ. ამასთან, სოციალური საწარმოს იდეას, დაფინანსების შემდგომ დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს და არ ატარებდეს ერთჯერად ხასიათს. აღსანიშნავია, რომ სოციალური საწარმოს საქმიანობიდან მიღებული მოგება სწორედ სოციალური ან გარემოსდაცვითი პრობლემის მოგვარებას მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან 2018 წლამდე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საერთო ჯამში 400 000 ლარით 10 სოციალური საწარმოს პროექტი დაფინანსდა. კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების ნაწილი უკვე ამოქმედდა და დარჩენილი ნაწილი 2018 წლის ბოლომდე გაიხსნება, სოციალური საწარმოები მთელს საქართველოს მოიცავს, მათ შორის არის: ლაგოდეხში, წნორში, ნუკრიანში, საგურამოში, კასპში, გარიყულაში, ბათუმსა და თბილისში. კონკურსის პირობები: კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან საინიციატივო ჯგუფის სულ მცირე 2 ადამიანისგან შემდგარ გუნდს, რომლის წევრთა ასაკი აღემატება 18 წელს. თითოეულ პროექტზე გასაცემი დაფინანსების ოდენობა შეადგენს მაქსიმუმ 50 000 ლარს. საწარმოს ფუნქციონირების დაწყებისთანავე უნდა დასაქმდეს მინიმუმ 1 შშმ პირი. კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შესაბამისი მიმართულების ექსპერტებით დაკომპლექტებული დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს. საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყება 2018 წლის 10 აგვისტოს და დასრულდება 2018 წლის 10 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე. პროექტის განაცხადის შევსება და დოკუმენტაციის ატვირთვა შესაძლებელია ონლაინ ვებგვერდზე: www.tree.ge
(R)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)