|
2018-08-09 16:55:22, 824 ნახვა
საზოგადოება
შსს-ში მიმდინარე საგამოძიებო სისტემის რეფორმის ფარგლებში ტრენერ გამომძიებელთა გადამზადება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტროში საგამოძიებო სისტემის რეფორმირების პროცესი მიმდინარეობს. რეფორმის ფარგლებში გამომძიებელთა გადამზადება დაიწყო. ტრენერი გამომძიებლების სამდღიანი ტრენინგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ნათია მეზვრიშვილმა გახსნა და სწავლების მონაწილეებს მიმდინარე რეფორმის შესახებ ესაუბრა. რეფორმის მიზანია საგამოძიებო, ოპერატიული და საუბნო მიმართულებების ერთმანეთისგან გამიჯვნა, სპეციალიზაციის დანერგვა და გამოძიების ხარისხის ამაღლება. ახალი სტრუქტურა მიმდინარე წელს თბილისში პილოტურად დაინერგება. გადამზადების კურსი მოიცავს როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ასევე, საერთაშორისო სტანდარტებს და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. გამომძიებლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შესაბამისი ტესტირება უკვე გაიარეს. ტესტირების შედეგების, დატვირთვის, წარმოებაში არსებული საქმეების გამოძიების ხარისხის, საგამოძიებო სისტემაში მუშაობის გამოცდილების და ხელმძღვანელის დახასიათების საფუძველზე მოხდა პოტენციური ტრენერების იდენტიფიცირება, რომლებმაც ორეტაპიანი კონკურსი გაიარეს. შედეგად, შეირჩა 25 ტრენერი გამომძიებელი, რომლებიც, პროკურორებთან და პოლიციის აკადემიის ტრენერებთან ერთად, სამინისტროს მასშტაბით გამომძიებლებს გადაამზადებენ. ტრენერთა გადამზადების პირველი ეტაპი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის“ ფარგლებში მიმდინარეობს.
(NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)