|
2018-08-09 16:27:09, 1220 ნახვა
პოლიტიკა
ვარშავაში, რუსეთის საელჩოსთან ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია გაიმართა
პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში 2008 წლის აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით აქცია გაიმართა. აქცია პოლონეთში რუსეთის საელჩოსთან ჩატარდა. აქციის მონაწილეები მცოცავი ოკუპაციის შეწყვეტას ითხოვდნენ. როგორც აქციის სპიკერმა დავით გამცემლიძემ განაცხადა, "რუსეთი არის ოკუპანტი და საქართველოს დაუძინებელი მტერი". "იგი იქცევა და არის ტრანს კონტინენტალური კოლონიზატორი. ომი რომელიც დაიწყო 200 წლის წინ სადაც რუსეთი ვერაგულად ღალატობს ყველა პრინციპს და ნორმას", - აღნიშნა მან. აქციის მსვლელობის დროს მონაწილეებმა რუსეთის საელჩოს საფოსტო ყუთში მომზადებული ბანერები ჩაყარეს, წარწერით "Russia Occupant", "Russia occupied my countries 20%" და ასე შემდეგ. აღსანიშნავია რომ რიგითი გამვლელები (ფეხით მოსიარულე და ავტომობილით ვინც გადაადგილდებოდა) სოლიდარობას გამოხატავდნენ საქართველოს მიმართ. აქცია პოლონეთში ქართული დიასპორის ხელშეწყობით ჩატარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)