|
2018-08-09 11:23:56, 880 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: მოვუწოდებ რუსეთს, გაიყვანოს თავისი სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუსეთის ფედერაციას სამხედრო დანაყოფების გაყვანისკენ მოუწოდა. როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რუსეთი არის აგრესორი და მას ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. "რა თქმა უნდა რუსეთი არის აგრესორი, მან მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ეს არის ერთმნიშვნელოვანი. უფრო მეტიც, მას ეს არ გაუკეთებია მხოლოდ 2008 წელს, 1990-იანი წლების დასაწყისშივე რუსეთი ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას. აქვე მინდა ვთქვა, რომ ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი, მათ შორის ჩვენი ამერიკელი მეგობრები აცხადებენ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნები მაშინ აფრთხილებდნენ მაშინდელ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომ რუსეთი გეგმავდა საომარი ოპერაციების სცენარის განხორციელებას, ხოლო სამწუხაროდ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ, იმის მაგივრად რომ თავიდან აერიდებინა მსგავსი მოვლენების განვითარება და მოეხდინა ჩვენი მეგობარი ქვეყნების და მსოფლიო თანამეგობრობის ჩართულობით პრევენციაზე ორიენტირება, მან ვერ შეუშალა ხელი რუსეთის მიერ დაგეგმილი სცენარის განხორციელებას საქართველოში. მათ ვერ აარიდეს ქვეყანას ეს საფრთხე და შესაბამისად მთელი საქართველო აღმოჩნდა კატასტროფულ სიტუაციაში. აქვე ისიც მინდა ვთქვა, რომ ამ 2 დღის განმავლობაში კიდევ რამდენჯერმე მოვისმინე, რომ რუსეთმა აგრესია განახორციელა 2008 წელს და ბევრი არ საუბრობს 90-იან წლებზე. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ რუსეთის ფედერაცია ფაქტობრივ ანექსიას ახორციელებდა საქართველოს ტერიტორიებს 90-იანი წლების დასაწყისშივე, მაშინ როდესაც ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და სწორედ ამის შემდეგ ჩაირთო ის აგრესიული მანქანა, რომელმაც გააგრძელა თავისი სცენარების რეალიზება 2008 წელს. ეს არის ჩემი და ჩემი პოლიტიკური გუნდის შეფასება. რუსეთს აქვს აღებული ვალდებულება და მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ გაიყვანონ სამხედრო დანაყოფები საქართველოს ტერიტორიიდან, ისივე როგორც ამას შეთანხმება ითვალისწინებს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)