|
2018-08-09 11:02:55, 646 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ISO 9001:2015 მიენიჭა
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მართვის ხარისხის სერტიფიკატის ISO 9001:2015 მფლობელი გახდა. უწყებისთვის მართვის ხარისხის შეფასება და სერტიფიკატის მოპოვება კომპანია „საი გლობალმა“ უზრუნველყო, რომელიც სააგენტომ ტენდერის გზით გამოავლინა. რვა თვის განმავლობაში, კომპანიამ ბაღების მართვის სააგენტოში სამუშაო პროცესის კვლევა აწარმოა, რის საფუძველზეც, რეკომენდაციები მომზადდა და სააგენტოს განხორციელებისთვის მიეწოდა. „უმნიშვნელოვანესი ფაქტია და მიხარია, რომ სააგენტომ მენეჯმენტის ხარისხის სერტიფიკატი მოიპოვა. ეს სააგენტოს თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა. ეფექტური მართვის შედეგად, სააგენტოს რესურსების რაციონალური ადმინისტრირების შესაძლებლობას ვიღებთ. გამომდინარე იქიდან, რომ სააგენტო ბაგა-ბაღებისა და აღსაზრდელების მშობლებისთვის რესურსცენტრს წარმოადგენს, გაუმჯობესებული მომსახურებით, აღნიშნული სერვისის მთავარი ბენეფიციარები, ჩვენი აღსაზრდელები ისარგებლებენ. სააგენტოს სერვისების ხარისხის ზრდა ბაგა-ბაღის თითოეული სერვისის ხარისხის ზრდასთან პირდაპირ კავშირშია“, - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ. სავალდებულო პროცესების გავლის შემდეგ, ბაღების მართვის სააგენტოს შესაბამისი სერტიფიკატი მიენიჭა. მუშაობის პროცესში, კომპანიის ექსპერტებმა ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგია მოამზადეს, რომელიც განსახილველად სააგენტოს გადაეცა.
(NS)
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)