|
2018-08-08 20:32:16, 742 ნახვა
რეგიონი
აგვისტოს ომში დაღუპულები შუახევის მუნციპალიტეტში გაიხსენეს
დღესვე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულს ესტუმრა, სადაც მთავრობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის იაგო მიქელაძის ხსოვნას მიაგო პატივი და დაღუპულის ოჯახის წევრებს შეხვდა. "პირველ რიგში მინდა განსაკუთრებით დიდი პატივისცემით ქედი მოვიხარო ჩვენი გმირების, ჩვენი ვაჟკაცების წინაშე. ჩვენი რეგიონიდან 19 ჯარისკაცი დაიღუპა 2008 წელს და ეს ტკივილი რა თქმა უნდა გრძელდება. დღეს პატივს მივაგებთ შუახევიდან დაღუპულ ჩვენს გმირებს. მოვინახულეთ იაგო მიქელაძის ოჯახი. ეს არის მათი თავგანწირვა და თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს თავდადება უკვალოდ არ ჩაივლის. როგორც ჩვენი, ისე მომავალი თაობა გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თავისუფლების და ერთიანი მომავლისთვის ბრძოლას." - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 1976 წელს დაბადებული იაგო მიქელაძე სოფელ ბუთურაულის მკვიდრი იყო და სახედრო სამსახურს ქართულ ჯარში გადიოდა. იგი 8 აგვისტოს ცხინვალის მისადგომებთან დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ომში დაღუპული გმირი მშობლიურ სოფელშია დაკრძალული. იგი დაჯილდოვებულია ვახტანგ გორგასლის სახელობის მეორე ხარისხის ორდენით. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები რუსეთ-საქათველოს ომში შუახევიდან დაღუპული გმირებისთვის შექმნილ მემორიალს ესტუმრნენ და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის თავგანწირული გმირები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)