|
2018-08-08 13:19:53, 475 ნახვა
რეგიონი
თუშეთში საერთაშორისო პრინტ ფესტივალი დაიწყო
თუშეთში თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო პრინტ ფესტივალი დაიწყო. ფესტივალი სხვადასხვა მედიაში მომუშავე არტისტების ტრადიციული და თანამედროვე მეთოდებით შექმნილ ნამუშევრებს გააერთიანებს. მონაწილე მხატვრებმა, ვიდეო არტისტებმა, პერფორმერებმა, მუსიკოსებმა, დიზაინერებმა და ფოტოგრაფებმა პროექტის დაწყებამდე ცნობილი თუში ფოლკლორისტისგან - ეთერ თათარაიძისგან ძველი თუშური ლეგენდები მოისმინეს და თუშური ორნამენტები შეისწავლეს. არტისტები მოსმენილი ლეგენდების შთაგონებით მითიურ პერსონაჟებს იმიჯების სახით გააცოცხლებენ, რომლებიც მოგვიანებით ტექსტილზე დაიბეჭდება და საბოლოოდ ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიით დაზგური გრაფიკის სახელოსნოში კოსტიუმებად შეიკერება. კოსტიუმებს ომალოელი ახალგაზრდები მოირგებენ და პერფორმანსს წარმოადგენენ, რომელიც თუშურ ფოლკლორსა და თანამედროვე მუსიკას გააერთიანებს. პარალელურად, ომალოს სხვადასხვა გარე სივრცეებში ქუჩის გალერეის სახით ინსტალაციები მოეწყობა, სადაც მონაწილე არტისტების შექმნილი ბანერები და ფოტოები გამოიფინება. მთელი ეს პროცესი კი თუშეთის რეგიონის ამსახველ მოკლემეტრაჟიან საიმიჯო ფილმში მოხვდება. თუშეთში პრინტ ფესტივალი 13 აგვისტომდე გაგრძელდება, 21 აგვისტოს კი ბათუმში გადაინაცვლებს. საერთაშორისო პრინტ ფესტივალი - „LIFE - N - STYLE" საქართველოში უკვე მესამედ ტარდება და მისი მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარების ხელშეწყობაა. ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში მივიწყებული დარგია, რომლის პროცესშიც თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. ხელით ბეჭდვა ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის. „DO OR DO NOT" – „თუ აკეთებ გააკეთე" - წლევანდელი ფესტივალის თემაა. საქართველოს რეგიონებში მოგზაურობის დასრულების შემდეგ პრინტ ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება დედაქალაქში ოქტომბერში გაიმართება.
(R)
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)