|
2018-08-08 12:56:09, 1142 ნახვა
პოლიტიკა
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ყაზახეთის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა. ვიზიტის მიზანი უძრავი ქონების რეგისტრაციის და კადასტრის სისტემის ქართული მოდელის გაცნობა და საჯარო რეესტრის გამოცდილების გაზიარება იყო. დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელთან ივანე ცარციძესთან ერთად საჯარო რეესტრის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე ყაზახ კოლეგებს რეგისტრაციის სისტემის, სერვისების და მიწის რეგისტრაციის რეფორმის, ასევე კადასტრის შესახებ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია. რვაწევრიან დელეგაციას საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილებაც გაუზიარეს. ვიზიტის ფარგლებში ასევე, გაიმართა ტური კადასტრის სამსახურსა და ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)