|
2018-08-08 12:04:25, 807 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე: დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა იცხოვრებს ერთიან და ღირსეულ საქართველოში
გიორგი და გელა რომელაშვილები ყველა ქართველისთვის ნამდვილი გმირები არიან და როგორც მათი შვილები ამაყობენ მათი მამების გმირული საქციელით, ასე ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახში სტუმრობისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა დაღუპული სამხედროების მამას მურაზ რომელაშვილს გმირი შვილების გაზრდისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი თავდადება ყველასთვის სამაგალითოა. "ღირსეული მშობლები ზრდიან ღირსეულ შვილებს და მოქალაქეებს. თქვენ გმირი ხართ გმირების გაზრდისთვის. გიორგის და გელას სიცოცხლე შეეწირა სამშობლოს და მათმა შვილებმა უნდა იცხოვრონ ამაყად თავაწეულებმა, ღირსეულ ქვეყანაში. ეს ვალდებულება ჩვენს მხრებზეა",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მურაზ რომელაშვილმა საქართველოს მთავრობას თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და გამოთქვა რწმენა, რომ მისი შვილების დაღვრილი სისხლი უკვალოდ არ ჩაივლის და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. "ჩვენ სწორედ ეს გვამოძრავებს. დარწმუნებული ვარ, მომავალი თაობა იცხოვრებს ერთიან და ღირსეულ საქართველოში. ჩვენ ჭეშმარიტად ვითხოვთ იმას, რაც ობიექტურად გვეკუთვნის. მჯერა, ისტორია ყველაფერს სამართლიანად დაალაგებს. ჩვენს მრავალეთნიკურ ერს ბევრი განსაცდელი გამოუვლია და გავუძელით. მთავარია, მომავალ თაობას ჰქონდეს განცდა, რომ ამ ვაჟკაცების სისხლი ტყუილად არ დაღვრილა. ჩემთვის მთავარია, ეს სულისკვეთება იყოს ერში. ამ სულისკვეთების გარეშე წარმატება არ მოდის. ჩვენი ახალგაზრდები სწორედ გიორგის და გელას მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლების თაობამ შვილებს გადასცეს ის ფასეულობები, რაც ქართულ ხასიათსა და ჩვენს ტრადიციებში გამოიხატება",- აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. პრემიერ-მინისტრი რომელაშვილების ოჯახში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან და მრჩეველთან რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბართან ერთად იმყოფებოდა. ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი და კაპრალი გელა რომელაშვილი, რომლებიც გორის ჯავშანსატანკო ბატალიონში მსახურობდნენ, სიკვდილის შემდგომ ვახტანგ გორგასლის 1-ელი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
არასრულწლოვანი შვილიშვილი აიძულა, ცოლად გაჰყოლოდა თანასოფლელს - მარნეულში ქალი დააკავეს
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
სამხრეთ კორეამ უკრაინა დაადანაშაულა ორი ჩრდილოეთ კორეელი სამხედრო ტყვეების საიდუმლოდ გადაცემის გამჟღავნებაში და ბოდიშის მოხდა მოითხოვა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ხარკოვში 22 ადამიანი დაშავდა, ხოლო კიევში - ოთხი
რუსულმა დარტყმამ უკრაინაში გერმანული კომპანია Kärcher-ის კუთვნილი საწყობი გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)