|
2018-08-08 11:54:28, 778 ნახვა
სამართალი
მეუღლის მიმართ ჩადენილ ძალადობაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობაში ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ოჯახში ძალადობისთვის პირობით მსჯავრის ქვეშ მყოფმა გ.მ.-მ არაერთგზის იძალადა მეუღლეზე - ე.ჯ.-ზე. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 1 აპრილს, მან ურთიერთშელაპარაკებისას, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლეს სახისა და თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო. სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 1 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით და არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 1 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
პოლონეთმა ევროკავშირიდან თითქმის ათასი რუსი დიპლომატის გაძევების წინადადება წამოაყენა
ტრამპმა გადაწყვიტა, ევროპას მოითხოვოს, აშშ-ს უკრაინაში წარსულში მიწოდებული იარაღისთვის გადახდა
ადვოკატი ღარიბაშვილზე- მან კონკრეტული ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა, საჯაროდ გაახმოვანა და კითხვებიც დასვა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
The Atlantic: უკრაინამ ათასობით დრონის გამოყენებით მოსკოვის აეროპორტების ბლოკირების ოპერაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)