|
2018-08-08 10:57:37, 936 ნახვა
სამართალი
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ხელმეორედ დაკავებული გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას იარაღი ამოიღეს
გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული გიორგი ჭანტურიას სახლის ჩხრეკისას, სარდაფში მდებარე ტახტიდან სამი იარაღი ამოიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ჭანტურიას ერთ-ერთი ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე ავრცელებს. ამასთან, ადვოკატის განცხადებით, იარაღები სარდაფში თვითონ სამართალდამცველებმა ჩადეს. „მე არ შემიძლია დავადასტურო, რომ ეს იარაღები იქ იყო, არ იყო, ან საიდან მოხვდა. ამის შემდეგ, მე მივიღე საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა და როდესაც მე იქ ვიყავი, არანაირი კანონსაწინააღმდეგო მათ არ ამოუღიათ. ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობდა ეს საგამოძიებო მოქმედებები, კითხვის ნიშნებს აჩენს ის, თუ როგორ მოხვდა ამდენი იარაღი, ასეთ სიტუაციაში, როდესაც ადამიანმა იცის, რომ შესაძლებელია მის წინაარმდეგ რაღაცა კონკრეტული წინააღმდეგობები არსებობდეს საგამოძიებო ორგანოებიდან და უცებ აღმოჩნდა, რომ მის ოჯახში პოულობენ იარაღების მთელ არსენალს“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ. ცნობისთვის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების პროცესში ყოფილი პროკურორი, გიორგი ჭანტურია მანამდე 17 იანვარს დააკავეს. ოფიციალურად მის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით, ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს. გათავისუფლებული გიორგი ჭანტურია სამართალდამცველებმა ხელმეორედ გუშინ საღამოს დააკავეს.
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
პოლონეთმა ევროკავშირიდან თითქმის ათასი რუსი დიპლომატის გაძევების წინადადება წამოაყენა
ტრამპმა გადაწყვიტა, ევროპას მოითხოვოს, აშშ-ს უკრაინაში წარსულში მიწოდებული იარაღისთვის გადახდა
ადვოკატი ღარიბაშვილზე- მან კონკრეტული ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა, საჯაროდ გაახმოვანა და კითხვებიც დასვა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსული დრონები კიევის რეგიონში კოკა-კოლას ქარხანას თავს დაესხნენ
The Atlantic: უკრაინამ ათასობით დრონის გამოყენებით მოსკოვის აეროპორტების ბლოკირების ოპერაცია დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)