|
2018-08-07 22:43:28, 940 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები დააჯილდოვა
აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ომის დროს დაღუპული ჟურნალისტები დააჯილდოვა. 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის პერიოდში გამოჩენილი თავგანწირვისა და თავდადებისათვის, პროფესიული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ სტან სტორიმანსი - ტელეკომპანია RTL - ის ოპერატორი, გიგა ჩიხლაძე- ტელეკომპანია „ალანიას" ახალი ამბების რედაქტორი, რომელიც მუშაობდა NEWSWEEK-ის რუსული გამოცემისა და ფრანგული რადიო RFI- თვის და ალექსანდრ კლიმჩუკი: "იტარ-ტასის" ფოტორეპორტიორი. ჯილდოები დაღუპული რეპორტიორების ოჯახის წევრებს გადაეცათ. აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს, მთავრობასთან, დიპლომატიურ კორპუსთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად პრეზიდენტმა სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე უმასპინძლა. პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინა ომის და მისი შედეგების ამსახველი ფოტო-მასალა, გამოფენაზე წარმოდგენილი საქართველოში მოღვაწე ფოტოგრაფების (შახვალად აივაზოვი, ლელი ბლაგონრავოვა, ზურაბ ქურციკიძე, ივანე შლამოვი, ნოდარ ცხვირაშვილი, გიორგი აბდალაძე, გიორგი ბუხაიძე) მიერ გადაღებული უნიკალური ფოტოებით მთელმა მსოფლიომ შეიტყო რუსული აგრესიის რეალური სახე.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)