|
2018-08-07 18:57:25, 855 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა
საქართველოს პრეზიდენტსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის, მაიკ პომპეოს ინიციატივით, დღეს სატელეფონო საუბარი შედგა. მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ არასდროს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და მომავალშიც დაეხმარება საქართველოს იმ გამოწვევების დაძლევაში, რომელიც რუსეთის სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ კვლავაც არსებობს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სამშვიდობო ინიციატივებს და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას. აღინიშნა საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა პრეზიდენტის პირად როლსა და უშუალო წვლილს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მაიკ პომპეოს ამერიკის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისათვის. გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ეს მხარდაჭერა განსაკუთრებით იგრძნობა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან და გაიხსენა ის მნიშვნელოვანი საუბარი, რომელიც საქართველოსა და აშშ-ის პრეზიდენტებს შორის ბრიუსელში, ნატოს სამიტზე ვიზიტისას შედგა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს ნატო-ს სამიტზე მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციის კონკრეტულ გზებზე.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)