|
2018-08-07 14:04:40, 746 ნახვა
პოლიტიკა
უგულავა ზურაბიშვილზე: „მადამ პრეზიდენტი“ მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა „დაარწმუნოს“ - ომი საქართველომ დაიწყო
„მადამ პრეზიდენტი“ მთელს მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა "დაარწმუნოს" - ომი საქართველომ დაიწყო. ის იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავა საკუთარი facebook-ის გვერდზე დაწერა. უგულავას მტკიცებით, ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის მერე საფრანგეთში მორიგ პერსონალურ ლობისტად სჭირდება. „2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო - ამ განცხადებით სალომე ზურაბიშვილმა 28 ოქტომბერი რეფერენდუმად აქცია. ამიტომ, ოცნების ამომრჩეველს (არა პარტიას) მინდა მივმართო. "მადამ პრეზიდენტი" ივანიშვილს 2024 წლის მერე სჭირდება საფრანგეთში მორიგ პერსონალურ ლობისტად. არავისთვის არაა საიდუმლო - ივანიშვილის ავლადიდების სამშობლო საფრანგეთია. მანამდე როგორც პრეზიდენტი ის მთელს მსოფლიოში ივლის და შეეცდება ყველა "დაარწმუნოს" - ომი საქართველომ დაიწყო. ის იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამო დაკარგვის შეგუების პრეზიდენტი. ამიტომ ის გაცილებით დიდ ზიანს მოიტანს, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია, - ვიდრე პრეზიდენტს დარჩენილი ფუნქციებით შეუძლია. "ოცნების" ამომრჩევლებო, თქვენი პარტია ფატალურ შეცდონას უშვებს - ნუ იზამთ იგივეს. ყოველგვარი პათეთიკის გარეშე - შთამომავლობა არ გვაპატიებს“, - წერს გიგი უგულავა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)