18:14 - 18 Aug, 2026
|
2018-08-07 12:41:31, 748 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
თბილისის მერმა კახა კალაძემ 2008 წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. „აგვისტოს ომიდან ათი წელი გავიდა. ჩვენმა ქვეყანამ ძალიან რთული დღეები გამოიარა. სამწუხარო რეალობაა ის, რომ ათი წლის შემდეგაც, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია. დავკარგეთ ძალიან ბევრი ადამიანი, მშვიდობიანი მოსახლეობა, ჩვენი მებრძოლი გმირები. მათ უკვდავსაყოფად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, გაძლიერდეს, წინ წავიდეს და მათი სულები არ უნდა დაგვავიწყდეს. პირიქით, ჩვენს შვილებს, მომავალ თაობებს ამ ბიჭების მაგალითზე სამშობლოს სიყვარული უნდა ვასწავლოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მოადგილეებთან, ირაკლი ხმალაძესთან და ირაკლი ბენდელიანთან ერთად იმყოფებოდა.
(NS)
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)