|
2018-08-07 11:14:16, 722 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ვიცე-პრემიერი: სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს - ბორდერიზაციის პროცესი უნდა შევაჩეროთ
„მიმდიანრე პროცესებში, რუსეთს ეკისრება სრულად პასუხისმგებლობა და მან ეს უნდა გააცნობიეროს. რუსეთის მიზანია, სრული ექსპანსია და ეს უნდა დასრულდეს“, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, პავლო როზენკო საოკუპაციო ხაზთან განაცხადა. პავლო როზენკომ ხაზი გაუსვა იმას, რომ აუცილებელია რუსეთის უკანონო ქმედებების აღმოფხვრაში პასუხისმგებლობა ყველამ იკისროს. „10 წლის წინ, რაც ხდებოდა საქართველოში, უკრაიანა იყო ქართველი ხალხის გვერდით, ჩვენი პრეზიდენტი მაშინ ჩამოვიდა საქართველოში და ქართველ ხალხს, არამარტო სოლიდარობა გამოუცხადა, ის ასევე დახმარებას უწევდა დაზარალებულ მოსახლეობას. მიმდინარე პროცესებში, რუსეთს ეკისრება სრულად პასუხისმგებლობა და მან ეს უნდა გააცნობიეროს. რუსეთის მიზანია, სრული ექსპანსია და ეს უნდა დასრულდეს. მან უნდა შეწყვიტოს ბორდერიზაცია და უკანონო ქმედებები, ჩვენ ეს პროცესები უნდა შევაჩეროთ“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მხარდასაჭერად ქვეყანაში პოლონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერი იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)