|
2018-08-07 10:59:21, 671 ნახვა
პოლიტიკა
პოლონეთის საგარეო მინისტრი ოკუპაციაზე: არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება მეორე ქვეყნის საზღვრები შეცვალოს
„არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები და ყველა მსგავსი ქმედება განიხილება, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა“, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაცეკ ჩაპუტოვიჩმა ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ყოფნის დროს განაცხადა. იაცეკ ჩაპუტოვიჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. „პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ არ ვაღიარებთ არც ერთ ქმედებას, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მთავრობის მიერ არ არის დაკანონებული. არც ერთ ქვეყანას არ აქვს უფლება ძალის გამოყენებით შეცვალოს მეორე ქვეყნის საზღვრები და ყველა მსგავსი ქმედება განიხილება, როგორც საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა. საჭიროა, კიდევ უფრო გავაღრმავოთ საერთაშორისო დისკუსია ტერიტორიული კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისთვის, რადგან კონფლიქტების პრევენცია საერთაშორისო საზოგადოების ვალდებულებაა“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს მხარდასაჭერად ქვეყანაში პოლონეთის, ლიეტუვასა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერი იმყოფებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)