|
2018-08-06 16:56:49, 799 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი პარტნიორობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იოჰანეს დუმამ დღეს ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს ნიდერლანდების სამეფოს იმ პოლიტიკურ მხარდაჭერას, რასაც ნიდერლანდების სამეფო ორმხრივ, თუ საერთაშორისო ფორმატებში გამოხატავს. მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს იმ პოზიტიური დინამიკით, რომელიც ორ ქვეყანას შორის ვითარდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: საჯარო ფინანსების მართვა, საფინანსო სექტორი, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა. შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, ასევე, ხაზი გაუსვა ადამიანური რესურსების პოტენციალის გაუმჯობესების, საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფის, სახელმწიფოს შიდა ფინანსური კონტროლის საკითხებში ფინანსთა სამინისტროსთვის გაწეული დახმარების მნიშვნელობას. როგორც ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აღნიშნა, ნიდერლანდების მთავრობა მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას ქვეყნისთვის პრიორიტეტული სფეროების დასაფინანსებლად. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა კვლავ გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)