|
2018-08-06 16:54:46, 621 ნახვა
პოლიტიკა
ჩეხეთი მზადაა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში დაეხმაროს
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს 2008 წელს რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებას, რამაც საფრთხე შეუქმნა რეგიონულ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ჩეხეთის საგარეო უწყება მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას „როგორც კონფლიქტის ხანგრძლივი და სამართლიანი მოგვარების ერთადერთ გზას, საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვით". „ჩვენ პატივს მივაგებთ ყველა დაღუპულის, განსაკუთრებით, სამოქალაქო პირების ხსოვნას. ასევე ვიხსენებთ ყველა დევნილსა და იძულებით გადაადგილებულ პირს. ამასთან, გვსურს დავადასტუროთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მზადაა დაეხმაროს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმაში", - ნათქვამია ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)