|
2018-08-06 14:42:17, 638 ნახვა
პოლიტიკა
ფხალაძე: რუსეთი ცდილობს განავითაროს მითი, თითქოს ნატოში ინტეგრაცია შესაძლებელია, დაკავშირებული იყოს დესტაბილიზაციასთან
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ნატო-ში საქართველოს შესვლას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს. თენგიზ ფხალაძე აღნიშნავს, რომ რუსეთის მსგავსი რეაქცია ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგია. „ამ განცხადებაში, არც მის შინაარსში და არც მის ტონში ახალი არაფერი არ არის. რუსეთი ცდილობს განავითაროს ის მითი, თითქოს საქართველოს ნატოში ინტეგრაცია შესაძლებელია დაკავშირებული იყოს რაიმე ტიპის დესტაბილიზაციასთან. უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ რაზედაც მეტყველებს და მოწმობს ეს განცხადება არის ის, რომ რუსეთში, განსაკუთრებით ნატო-ს ბრიუსელის სამიტის მერე განსაკუთრებული სერიოზულობით ეკიდებიან საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივებს და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიხმართ ყველა ღონეს იმისათვის, რომ ეს პერსპექტივა მაქსიმალურად სწრაფად განხორციელდეს და ის, რომ აბსოლუტურად ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ეს არის შეიძლება ითქვას ერთადერთი გარანტია რეგიონის უსაფრთხოების, სტაბილურობის და შემდგომი განვითარების," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)