|
2018-08-05 19:18:07, 1514 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბ ჯაფარიძე: ილია II კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას
გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ილია II-ის დღევანდელ ქადაგებას გამოეხმაურა, სადაც მან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა. ჯაფარიძის თქმით, ილია II სრულიად განასახიერებს იმას, რასაც საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა. "საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას ლეგალიზაციაზე გამოტანილი გადაწყვეტილებით, თქვა, რომ ჩვენ სხავანაირი სახელმწიფო ვართ - აღარ ვართ საბჭოთა კავშირი. ილია II კი ითხოვს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას. ის ფიქრობს, რომ მან უნდა განგისაზღვროთ, როგორ იცხოვროთ, რა არის თქვენთვის კარგი და რა - ცუდი. ის ფიქრობს, რომ მან უნდა "დაგრთოთ ნება" ქმედებისთვის, რომლითაც ზიანს არავის აყენებთ. ის გიყურებთ, გელაპარაკებათ და გექცევათ არა როგორც ადამიანებს, არამედ როგორც ფარას. ის სრულიად განასახიერებს იმას, რაც იყო საბჭოთა კავშირი," - აღნიშნავს ჯაფარიძე. დარწმუნებული ვარ, ადამიანები, ვინც მარიხუანაზე გადაწყვეტილება მიიღო, თვითონ არ არიან თანახმა, , – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს განაცხადა. ილია მეორეს თქმით, ნარკოტიკების ლეგალიზაცია ერის მტრობის ტოლფასია.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)