|
2018-08-04 10:45:54, 718 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ ალპური ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე დღესვე ალპური ბოტანიკურ ბაღს ესტუმრა, სადაც სამშენებლო პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. თორნიკე რიჟვაძემ ალპური ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციული შენობა, ასევე დასრულებული მეფუტკრის სახლი დაათვალიერა. ტერიტორიაზე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა. ზაფხულის ბოლომდე დაგეგმილია საპიკნიკე სივრცის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება. აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეებს ალპურ ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოები ბათუმის ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობამ გააცნო. ადგილზე იმყოფებოდნენ ასევე ალპური ბოტანიკური ბაღის ფინანსური მხარდამჭერი კავკასიის ალიანსის პროგრამის წარმომადგენლები. აღნიშნულ პროგრამას შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო და საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი" ახორციელებს. ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში ხდება სხვადასხვა სახეობის მცენარეთა შემოტანა ალპინარიუმის და სანერგის მრავალფეროვნების შესაქმნელად. როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, ალპური ბოტანიკური ბაღი იქნება გასართობი და სათაგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საინტერესო ადგილი, რომელიც კურორტ გოდერძზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტებთან ერთად, მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ახალ შესაძლებლობებს შექმნის. გოდერძის ალპური ბაღი აჭარა-თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კურორტ „გოდერძთან" ახლოს, ზღვის დონიდან 1960 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. ათეულობით წლის წინ ტერიტორიის დიდი ნაწილი სუბალპური ტყით იყო დაფარული. მნიშვნელოვანია, რომ ალპურ ბაღს ექნება ეკოლოგიური განათლების ცენტრის ფუნქციაც.
(NS)
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)