|
2018-08-03 16:53:54, 1749 ნახვა
პოლიტიკა
ზახაროვა „ღირსეულ პარტნიორზე“: ამ სწავლების ჭეშმარიტი მიზანი ძალისმიერი ზეწოლის დემონსტრირებაა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018"-ის საქართველოში ჩატარებას ეხმაურება. ზახაროვას შეფაებით, საქართველოში ნატო-ს სწავლებების ჩატარება მილიტარისტურ განწყობებს ასაზრდოებს. „ვერ დავეთანხმებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, რომ ეს სწავლებები შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზეა მიმართული. სტაბილურობა და უსაფრთხოება კონსტრუქტიული დიალოგია და არა ვერტმფრენები და ტანკები. ამ სწავლების ჭეშმარიტი მიზანი ძალისმიერი ზეწოლის დემონსტრირებაა, პირველ რიგში სამხრეთ ოსეთზე, აფხაზეთზე და რუსეთზე", - განაცხადა მან. ცნობისთვის, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამხედრო სწავლების, "ღირსეული პარტნიორი 2018-ის" ჩატარებას ოკუპირებული აფხაზეთიც გამოეხმაურა. დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშულ ფაქტთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც განცხადებაშია აღნიშნულუ, ასეთი ტიპის სამხედრო სწავლებები აშშ-ისა და დასავლეთის ქვეყნების პირდაპირი დაფინანსებით ტარდება, რომლებიც თავიანთი ქმედებებით გააზრებულად ახალისებენ საქართველოს მილიტარიზაციის შემდგომ პროცესს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2018" 1 აგვისტოს გაიხსნა. საქართველო აღნიშნულ სწავლებას უკვე მეოთხედ მასპინძლობს. მასში ნატოს წევრი და პარტნიორი 13 ქვეყანა იღებს მონაწილეობას: საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)