|
2018-08-03 13:33:09, 580 ნახვა
საზოგადოება
აჭარის მთავრობა აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 3000-3000 ლარს გადსცემს
აგვისტოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით ომში დაღუპული 19 ჯარისკაცის ოჯახს 3000-3000 ლარი გადაეცემა. თანხას ასევე მიიღებს ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამი ვეტერანი ჯარისკაცი და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი. აჭარის მთავრობის ინიციატივით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, ტრავმის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების" პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. მანამდე ფინანსური დახმარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცემოდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას ასევე უწევს 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს. დედის დღესთან დაკავშირებით 21 ბენეფიციარზე 21 000 ლარი გაიცა, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით.
(NS)
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
„სოლიდუსი“ ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებისთვის ბენზინს ეძებს
სასამართლომ აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)