|
2018-08-02 17:55:30, 1031 ნახვა
პოლიტიკა
აშშ-ს საელჩო საქართველოში აგვისტოს ომის 10 წლისთავს კიდევ ერთხელ ეხმიანება
„საქართველოში შემოჭრის შემდეგ რუსული ძალები საქართველოს ტერიტორიას ჩაეჭიდა და შეიარაღებულ ბანდფორმირებებს დაპყრობილ ტერიტორიებზე თარეშის ნება მისცა“, - ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოში აშშ-ის საელჩო facebook -ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მიმდინარე კვირის განმავლობაში, ეს არის ამერიკის საელჩოს უკვე მესამე განცხადება, რომელიც საქართველოში აგვისტოს ომის 10 წლისთავს ეძღვნება. „ამ ყველაფრის შედეგად ათობით ათასი ეთნიკური ქართველი სამხრეთ ოსეთის რეგიონიდან თბილისსა და სხვა ქალაქებში გაიქცა. ათი წლის შემდეგაც ბევრი მათგანი საკუთარ სამშობლოში დევნილად რჩება. ამ ხალხის გასაჭირი დღემდე გრძელდება და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე მხარეები გამოსავალზე ვერც კი მსჯელობენ. რატომ? იმიტომ, რომ რუსეთმა ამ საკითხის განმხილველი სამუშაო ჯგუფი დატოვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)