|
2018-08-02 14:46:36, 646 ნახვა
პოლიტიკა
გია გაჩეჩილაძე: ნინო გვენეტაძემ თანანმდებობას ვერ გაუძლო, ძალიან დიდი შემოტევებია გარედან, შიგნიდან
„ადამიანი ასეთ თანამდებობაზე შეიძლება მართლა დაავადდეს, ძალიან დიდი შემოტევებია გარედან, შიგნიდან“, - ამის შესახებ ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარემ, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა. მისი მოსაზრებით, ნინო გვენეტაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობას ვერ გაუძლო. „როცა ნინო გვენეტაძეს ვირჩევდით, იურისტებთან კონსულტაცია მქონდა, მათ შორის მის მასწავლებლებთანაც კი, რომელთაც მითხრეს, რომ პატიოსანი და კვალიფიციური ადამიანია. როგორც ჩანს, განათლებისა და პატიოსნების გარდა, ასეთ თანამდებობაზე ყოფნას სხვა რამეც სჭირდება. ალბათ, პოზიციებში უფრო სიმყარე და მეტი გაძლება. ჩვენც ბევრ რამეს ვუძლებთ, რადგან თმენის ვალდებულება გვაქვს. თმენის ვალდებულება მასაც უნდა ჰქონოდა. ადამიანი ასეთ თანამდებობაზე შეიძლება მართლა დაავადდეს, თუმცა ალბათ, გადაწყვიტა, რომ აღარ შეუძლია. ალბათ, ვერ გაუძლო, რადგან ძალიან დიდი შემოტევებია გარედან, შიგნიდან. არამოსამართლე წევრები მუდმივად ოპოზიციაში უდგანან და შეურაცხყოფას აყენებენ“, – განაცხადა გაჩეჩილაძე. შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე დაკავებულ თანამდებობას ტოვებს. ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)