|
2018-08-02 11:29:46, 677 ნახვა
საზოგადოება
ეროვნული გამოცდების შედეგები, 12:00 საათზე გამოქვეყნდება
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები, დღეს, 12:00 საათზე გამოქვეყნდება, - ამის შესახებ ინფორმაციას „გამოცდების ეროვნუი ცენტრი“ ავრცელებს. როგორც ცენტრში აცხადებენ, გამოცდების შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია დილიდან ცენტრის Facebook-გვერდზე განთავსდება. აბიტურიენტების უნარების გამოცდაში მიღებული ქულების ნახვა, როგორც ვებგვერდის, ისე SMS-ის საშუალებითაც შეეძლებათ. ვებგვერდის შემთხვევაში აბიტურიენტს შედეგის ნახვა, გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე www.naec.ge ან www.online.naec.ge შეეძლება. რაც შეეხება, მოკლეტექსტური შეტყობინებით ქულის გაგებას, აბიტურიენტმა მობილური ტელეფონიდან საკუთარი საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს ნომერზე 93 333 (საფასური 50 თეთრი). შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყო და 26 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდა. საქართველოში სულ 22 საგამოცდო ცენტრი ფუნქციონირებდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)