13:50 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 19:08:32, 734 ნახვა

საზოგადოება
აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ვალერი არქანიას არტ-გალერეაში აფხაზური ენის თვითმასწავლებელი - ანიმაციური ელექტრონული პროგრამის „ვისწავლოთ აფხაზური ენა - ზეპირმეტყველება“  პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას პროექტის ავტორი ირმა ოსია უძღვებოდა.

პრეზენტაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, აფხაზეთის საჯარო სკოლების პედაგოგები, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორები  და ეთნიკური აფხაზები  დაესწრნენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის შექმნა  და პოპულარიზაცია, ვინაიდან აფხაზური ენის შესწავლა მთელი საქართველოს მასშტაბით გახდება ხელმისაწვდომი. აფხაზეთის საჯარო  სკოლებში აფხაზურ ენას დიდი ყურადღება ექცევა და უკვე რამდენიმე წელია მაღალ კლასებში მისი შესწავლა მიმდინარეობს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, აფხაზური ენა, ქართულ ენასთან ერთად, აფხაზეთის ტერიტორიაზე მეორე სახელმწიფო ენაა. პროექტის მიზანი არის აფხაზური ენის, კულტურისა და იდენტობის შენარჩუნება და მის განვითარებაზე ზრუნვა“ – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

პროგრამა ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის სპეციალური პროგრამის ფარგლებში შეიქმნა. თვითმასწავლებლის საშუალებით ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს და შეისწავლოს აფხაზური ენა.
უახლოეს მომავალში  პროგრამის პრეზენტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში გაიმართება.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფილმი „მაიკლი“ ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ბიოგრაფიულ ფილმად იქცა
ჯანმო- ევროპაში უკიდურესი სიცხის გამო ერთ კვირაში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics