|
2018-08-01 17:55:51, 769 ნახვა
საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტო პროექტს „საარჩევნო სიების სრულყოფა“ განაგრძობს
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განაგრძობს პროექტს „საარჩევნო სიების სრულყოფა“. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი სიიდან გარდაცვლილ მოქალაქეთა მონაცემების ამოღებაა. ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის შესახებ ინფორმაცია ხშირად არ მოეწოდება სააგენტოს და მონაცემთა ბაზაში რჩება გარდაცვლილი მოქალაქის აქტიური ჩანაწერი. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები კარდაკარ დადიან ოკუპირებული ტერიტორიების ხაზთან, საზღვრისპირა სოფლებში, სადაც, საჭიროების შემთხვევაში, გარდაცვალების ოქმს ადგილზე ადგენენ. ამჯერად სსგს თანამშრომლები გარდაცვალების ოქმის შესადგენად ქალაქ ზუგდიდში, ერთ-ერთ ოჯახში, მივიდნენ. მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 2018 წელს გამოვლენილი და მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია გარდაცვალების 788 ფაქტი, აქედან 115 მოქალაქე გარდაცვლილია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 2013 წლიდან დღემდე საარჩევნო სიიდან 7580 გარდაცვლილი პირის მონაცემებია ამოღებული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)