23:18 - 04 Nov, 2026
|
2018-08-01 11:28:32, 725 ნახვა
პოლიტიკა
NDI: გამოკითხულთა 41%-თვის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა მისაღებია
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ მათთვის მისაღებია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობიდან გადადგომა. კითხვაზე - მისაღებია თუ არა გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა, გამოკითხულთა 29%-მა უპასუხა, რომ მიუღებელია. კითხვაზე პასუხი არ იცის 28%-მა, ხოლო პასუხის გაცემისგან თავი 2%-მა შეიკავა. ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)