16:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-08-01 11:21:37, 657 ნახვა

საზოგადოება
მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო განვითარების კუთხით არ იცვლება - NDI-ის კვლევა

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველო განვითარების კუთხით საერთოდ არ იცვლება.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 36% აცხადებს, რომ ქვეყანაში განვითარების კუთხით ვითარება საერთოდ არ იცვლება. 23% ფიქრობს, რომ ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 17% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

გამოკითხული მოსახლეობის 17% ამტკიცებს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.  NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics