|
2018-07-31 19:18:26, 893 ნახვა
საზოგადოება
„თბილისის მიკროავტობუსები“ მძღოლების შესაძლო გაფიცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს
"თბილისის მიკროავტობუსები" მძღოლების შესაძლო გაფიცვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად მსჯელობს საკუთარ თანამშრომლებთან პრობლემურ საკითხებზე და მზადყოფნას გამოთქვამს, კონსტრუქციული დიალოგისთვის. "საინფრომაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსით" გავრცელებული ინფორმაცია მიკროავტობუსების მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და არც კონკრეტული რესპოდენტის მიერ დასახელებული ციფრები არის რეალური. „თბილისის მიკროავტობუსი" ნებისმიერი დაინტერესებული პირის საყურადღებოდ აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად მსჯელობს საკუთარ თანამშრომლებთან პრობლემურ საკითხებზე და მზად ყოფნას გამოთქვამს კონსტრუქციული დიალოგისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში. ცნობისთვის, მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვალ მიკროავტობუსების ნაწილი გაფიცვას გეგმავს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)