|
2018-07-31 17:27:46, 1172 ნახვა
პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: სალომე ზურაბიშვილი წლების განმავლობაში იყო „ქართული ოცნების“ აგრესიული აქტივისტი
ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი არაა, იგი „ქართული ოცნების“ აგრესიული აქტივისტია - ამის შესახებ ხუახაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა. ექსპერტის შეფასებით, ზურაბიშვილის დამოუკიდებლობა მხოლოდ ფორმალურია და იგი „ქართული ოცნების“ კანდიდატად იქნება ასოცირებული. „პრეზიდენტის ინსტიტუტი არ აღიქმება ძალაუფლების ცენტრად, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებამ შეიძლება რაღაც პრობლემები შექმნას, თუმცა ეს ძალაუფლების თვალსაზრისით, არ იქნება კრიტიკული. რბილად რომ ვთქვა, სალომე ზურაბიშვილი ცოტა თავნება ადამიანია და გარკვეული პრობლემები იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო ტრაგიკომედიას დაემსგავსება, ვიდრე რაღაც სახელმწიფოებრივ კრიზისს. ასე რომ , ამას მე ტრაგიკულად არ შევხედავდი. თქვენ გჯერათ, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია? ის წლების მანძილზე იყო ‘’ქართული ოცნების“ ძალიან აგრესიული აქტივისტი, ამიტომ მისი დამოუკიდებლობა მხოლოდ ფორმალურად შეიძლება გავიგოთ. - განაცხადა გია ხუხაშვილმა. შეგახსენებთ, რომ არსებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილის დამოუკდებელ კანდიდატად წარდგენა განიხილება.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)