|
2018-07-31 16:08:45, 836 ნახვა
კომენტარი
„საქართველო უფლისწულის რეპით იმართება“ - ნათელაშვილი გაპრეზიდენტების შემთხვევაში საკონსტიტუციოს გაუქმებით იმუქრება
"დღეს საქართველო იმართება ბერა ივანიშვილის, „უფლისწულის რეპით“ და ეს „რეპი“ გახდა სახელმწიფო პოლიტიკის სავალდებული ატრიბუტი“,- ასე შეაფასა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა. ნათელაშვილი, აღნიშნული გადაწყეტილებას ტრაგედიას უწოდებს და აქვე აანსონსებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, გაუქმდება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე ნარკო-რელიზატორებისთვის მკაცრი სანქციები დაწესდება. „მარიხუანას მოწევაზე ადამიანის დაჭერა, რომ არ შეიძლება ამაზე საზოგადოების ძირითადი ნაწილი შევთანხმდით. მაგრამ გუშინ საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა ისტორიული დანაშაული და ნარკოტიკის ეს სახეობა გამოაცხადა სრულიად ლეგალიზებულად, მოაქცია ის სამოაქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პროცესში, რითაც ივანიშვილების ოჯახი, გადაიქცა რეგიონში უდიდესი ნარკო-მილიარდერების ოჯახად. ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ნარკო-ვაჭრობაზე დაწესდება სამუდამო პატიმრობა, აიკრძალება ნარკოტიკების პროპაგანდა და დამნაშავე საკონსტიტუციო სასამართლო იქნება დაშლილი და გაუქმებული. საშინელი განსაცდელის წინაშე დავდექით, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ აქ იცხოვრებს არაბიც, თურქიც, ირანელიც და ყველა, ქართველების გარდა და ამის შემოქმედი იქნება, ეს კორუმპირებული რეჟიმი, რომელმაც ვერ გაბედა თვითონ გაეკეთებინა ასეთი დანაშაულებრივი ლეგალიზაცია ნარკოტიკების და გააკეთებინა მორჩილ საკონსტიტუციო სასამართლოს, მონა მოსამართლეებს. ტრაგედიამდე მიგვიყვანეს - ეს ყველაფერი კი დაიწყო იმით, რომ ჯერ ბერა ივანიშვილის რეპი გამოქვეყნდა, სადაც ის სიმღერით მოუწოდებდა ნარკოტიკების ლეგალიზაციისაკენ. მე გამიგია, რომ ჩინეთი მაო ძედუნის დროს იმართებოდა, მაო ძედუნებით, დღეს საქართველო იმართება ბერა ივანიშვილის, „უფლისწულის რეპით“ და ეს „რეპი“ გახდა სახელმწიფო პოლიტიკის სავალდებული ატრიბუტი“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
მდინარაძე: ირიბი მტკიცებულებაც კი არ არის იმ დასკვნამდე მისასვლელად, რომ სპეცრაზმელებს ვინმე აძლევდა დავალებებს, ეს იყო კერძო ინიციატივები
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)