16:50 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-31 14:27:54, 622 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საზაფხულო ბაღებმა მუშაობა დაასრულეს

თბილისში მოქმედი საზაფხულო ბაღები დღეს დაიხურა. 2-დან 31 ივლისის ჩათვლით, დედაქალაქის მასშტაბით, 40 საჯარო ბაგა-ბაღი საზაფხულო ბაღების პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებდა.  პროექტის ფარგლებშიო, მომსახურება 13 000-მა აღსაზრდელმა მიიღო.

სტანდარტული სწავლებისგან განსხვავებით, საზაფხულო ბაღების პროგრამა, ძირითადად, გასართობი ღონისძიებებით იყო დატვირთული - იმართებოდა მრავალფეროვანი აქტივობები: სპორტული თამაშები, მხიარული სტარტები, კონცერტები და სპექტაკლები. პროექტი პატარებისთვის მუსიკალურ-გასართობი ღონისძიებებით დასრულდა. 

საზაფხულო ბაღები თბილისის მერიისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ერთობლივი სოციალური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო ბაღების მომსახურების მიწოდებას იმ ოჯახებისთვის, რომლებიც ივლისის თვეში ვერ ახერხებენ ქალაქიდან გასვლას. 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ დაზარალებულზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე ადვოკატი დააკავა
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics