|
2018-07-31 13:07:43, 459 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით აჭარის მთავრობის პირველი სხდომა გაიმართა (ვიდეო)
დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. აჭარის ა.რ. მთავრობამ განიხილა განკარგულების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ორი კვარტლის შესრულების მიმოხილვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთვის წარდგენას. ორი კვარტლის შესრულების ანგარიში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარადგინა. აჭარის ა.რ. მთავრობამ დღესვე მიიღო გადაწყვეტილება „სსიპ - ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2017 წლის 17 მაისის N12 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ განმარტა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის რეალურად ამოქმედება მოცემულ ეტაპზე არ იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად, რადგან, როგორც დაწესებულების შენახვისათვის საჭირო საბიუჯეტო ხარჯების დამატებითმა გათვლებმა ცხადყო, მოცემულ ეტაპზე მსგავსი ტიპის დაწესებულების უპირობოდ შექმნისა და ფუნქციონირების არანაირი აუცილებლობა არ არსებობს. აჭარის ა.რ. მთავრობის სხდომაზე მიიღეს ასევე განკარგულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ შექმნილი 6 საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელთა ვაკანტურ თანამდებობაზე საჯარო კონკურსის გამოცხადების შესახებ.
(NS)
ფიცო: რუსეთთან ომში სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია
კობახიძე: მზად ვართ ყველა საკითხი განვიხილოთ, თუ რაიმე ჭარბი რეგულაციაა, ჭარბი ჯარიმა
სანქტ-პეტერბურგში მობილური ინტერნეტი გაითიშა
POG: ქუთაისში განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი 2 პირს წარედგინა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)