16:09 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-30 19:37:40, 852 ნახვა

საზოგადოება
ივანე მაჭავარიანი იაპონიის ელჩს შეხვდა

დღეს, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ტადაჰარუ უეჰარას შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის საკითხები და  საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები მიმოიხილეს.

საუბარი შეეხო იაპონიის მთავრობის მიერ ქვეყნისთვის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერას, როგორიცაა: ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, საგანმანათლებლო და ტურიზმის სექტორი.

შეხვედრაზე განსაკუთრებით გაესვა ხაზი საგზაო ინფრასტრუქტურის სექტორში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს.

შეხვედრაზე გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს საექსპორტო პოტენციალი, მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში, კვლავ დინამიურად განვითარდეს.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლონეთი ქვეყანაში შესვლის გამკაცრებას გეგმავს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებისთვის
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics